კონგრესში ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე მოწმეებს მოუსმინეს

Your browser doesn’t support HTML5

ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებით, კონგრესში კითხვები სამ მოწმეს დაუსვეს. მათგან ერთი სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერია და ორი - ყოფილი სამხედრო პილოტი. კანონმდებლებს აინტერესებდათ შესაძლო ზემოქმედება ეროვნულ თუ საჯარო უსაფრთხოებაზე და ამ თემაზე მთავრობის მუშაობის გამჭვირვალობის საკითხები.