მორიგი შეტევა ჩინეთში

დანებით და ასაფეთქებელი ნივთიერებებით შეიარაღებული 9 ადამიანი თავს პოლიციის რეგიონალურ ოფისს დაესხა
ჩინეთის დასავლეთით მდებარე სინძიანის რეგიონში პოლიციის ოფისზე იერიში მიიტანეს. ოფიციალური წყაროების მიხედვით, იერიშში მონაწილე 8 თავდამსხმელი, რომლებიც დანებით და ასაფეთქებელი ნივთიერებებით იყვნენ შეიარაღებული, მოკლული არიან.

სულ დღეს, შეღამებისას მომხდარ თავდასხმაში 9 ადამიანი მონაწილეობდა. ერთი მათგანი დაჭერილია. პოლიციის მხრიდან მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დეკემბრის დასაწყისში ანალოგიურ შეტევაში 14 ადამიანი დაიღუპა. ის ძირითადად მუსლიმებით დასახლებულ კაშგარის რეგიონში განხორციელდა.