ჩინეთის კოსმოსური ხომალდი მოდულს დაუკავშირდა

2020 წლისთვის პეკინი კოსმოსური სადგურის გაშვებასაც გეგმავს
ჩინეთმა პირველად განახორციელა არა-ავტომატიზირებული დაკავშირება კოსმოსურ ხომალდსა და ორბიტულ მოდულს შორის.

შენზოუ-9-ის ბორტზე მყოფმა სამმა ასტრონავტმა წარმატებით განახორციელა კოსმოსურ ლაბორატორია ტაინგონგ-1-თან არაავტომატიზირებული დაკავშირება.
შენზოუ 16 ივნისს გაფრინდა კოსმოსში და სამ ასტრონავტს შორის ერთი პირველი ჩინელი ქალი ასტრონავტი იყო.

ჩინეთის ოფიციალური პირების განცხადებით, 2020 წლისთვის პეკინი კოსმოსური სადგურის გაშვებასაც გეგმავს.