ჩინეთში, ფენტანილის ტრეფიკინგისთვის 9 ადამიანი დააკავეს

ჩინეთის სასამართლომ, ამერიკაში ფენტანილის ტრეფიკინგისთვის 9 ადამიანს პატიმრობა მიუსაჯა.

ფენტანილი ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ოპიოიდია, რომელიც მორფზე 50-100-ჯერ უფრო ძლიერია.

ჩინეთის პოლიცია წამლის ტრეფიკინგის თემაზე 2017 წლიდან მუშაობს. მაშინ მათ ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სამსახურმა მიაწოდა.

სამართალდამცველებმა 11,9 კილოგრამი ფენტანილი და კიდევ 19 კილო სხვა ტიპის ტაბლეტები აღმოაჩინეს.

ჩინეთში გამართულ სასამართლოზე, ერთ-ერთ მსჯავრდებულს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. როგორც წესი, ასეთი განაჩენი სამუდამო პატიმრობით იცვლება ხოლმე. კიდევ ორ მსჯავდრებულს სამუდამო პატიმრობა, დანარჩენ ექვს კი შედარებით მსუბუქი განაჩენი დაუდგინეს.

ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ხშირად აკრიტიკებენ ჩინეთს, როგორც ფენტანილის მთავარ მიმწოდებელ ქვეყანას.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთსა და ამერიკას შორის ახლა საკმაოდ, დაძაბული ურთიერთობაა, შარშან, პრეზიდენტმა ტრამპმა ჩინეთისგან დაპირება მიიღო, რომ ისინი ამ თემაზე აქტიურად იმუშავებენ.