პეკინში ჩინეთის კომუნისტი ლიდერები შეიკრიბნენ

შეკრება ძალუფლების გადაცემის პროცესის უმტკივნეულოდ ჩატარების მიზნით შედგა
ძალუფლების გადაცემის პროცესის უმტკივნეულოდ ჩატარების მიზნით, ჩინეთის კომუნისტი ლიდერები პეკინში საგანგებო შეხვდრაზე შეიკრიბნენ.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მე-17 ყრილობა პარტიის წესდების შეცვლის საკითხსაც განიხილავს.

ცენტრალური კომიტეტის ყრილობის ერთ-ერთი საკითხი პარტიიდან პოლიტბიუროს ყოფილი წევრის ბო ხილაის გარიცხვა იქნება, რომელიც კორუფციაში მონაწლიეობის გამო სულ მალე წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე.