ჩინეთი აცხადებს, რომ საწყის ეტაპზე ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ყველაფერი გააკეთა

ჩინეთის კომუნისტური პარტია იცავს საკუთარ ნაბიჯებს, რომლებიც კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებამდე გადადგა და აცხადებს, რომ პეკინმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დაუყოვნებლივ შეატყობინა ახალი ვირუსის შესახებ და „მიიღო უკიდურესად ყოვლისმომცველი, დეტალური და მკაცრი კონტროლისა და პრევენციის ზომები.“

ასევე ნახეთ: ჯანმო ჩინეთშია, სპეციალისტები პანდემიის დასაწყისის გამოძიებას შეუდგნენ


„უცნობი SARS-CoV-2-ის წინაშე, ჩინეთმა დაუყოვნებლივ მიაწოდა ჯანმოს ინფორმაცია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, გაუზიარა ვირუსის გენომის სიკვენსი ისე ადრეულად, როგორც ეს შესაძლებელი იყო და მიიღო უკიდურესად ყოვლისმომცველი, დეტალური და მკაცრი კონტროლისა და პრევენციის ზომები,“ უთხრა ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიიის ხელმძღვანელმა სან იანგმა ჯანმოს აღმასრულებელ საბჭოს.

ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლის ამ განცხადებას, ერთი დღით წინ უსწრებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფის განცხადება. მასში ნათქვამია, რომ ჩინელ ოფიციალურ პირებს შეეძლოთ საზოგადოებრივ ჯანდაცვაში გადამწყვეტი ზომების მიღება ჯერ კიდევ გასული წლის იანვარში. ამ ნაბიჯით ისინი ვირუსის გავრცელების ტემპის შენელებას შეძლებდნენ.