სირიის მთავრობა საჰაერო იერიშებს აგრძელებს

ჰამა, სირია

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ქვეყნის მასშტაბით ძალაში შევიდა. თუმცა დამასკოს მხრიდან საბრძოლო ოპერაციები კვლავ გრძელდება. სამთავრობო ძალები ჩრდილოეთით, ჰამას პროვინციაში, ამბოხებულთა წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმებს აგრძელებენ.

გავრცელებული ინფომრაციით, დღეს სამთავრობო ძალებმა 16 საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. სირიის მთავრობის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ ვრცელდება ამბოხებულთა დაჯგუფება, ფატე ალ-შამის ფრონტზე, რომელიც აქამდე ცნობილი იყო ალ-ნუსრას სახელით. ოპოზიციური ძალების თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მთელ სირიაზე უნდა გავრცელდეს.

დასავლეთის და სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის, სირიის ეროვნული კოალიციის თქმით, მათ შესაძლოა ადეკვატურად უპასუხონ შეთანხმების დარღვევის შემთხვევებს.

რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკების შედეგად მიღწეული ამ შეთანხმების ბევრი დეტალი დღემდე უცნობია.