კატალონიაში რეფერენდუმის წლისთავი საპროტესტო გამოსვლებით აღნიშნეს

ბარსელონაში, ათასობით ადამიანმა კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის რეფერენდუმიდან ერთი წლისთავი აღნიშნა. გასული წლის რეფერენდუმს მადრიდი არ ცნობს.

მადრიდმა რეგიონი ცენტრს დაუმორჩილა და რეფერენდუმის შედეგები უარყო.

დემონსტრაციებმა ბარსელონაში ქუჩების გადაკეტვა და სარკინიგზო ტრანსპორტის შეჩერება გამოიწვია. რეგიონის დედაქალაქში პროტესტს, კატალონიის სხვა ქალაქებსა და სოფლებშიც გამოეხმაურნენ.

ცენტრალურ მოედანზე კატალონიის სეპარატისტულად განწყობილმა პრეზიდენტმა კიმ ტორამ შეკრებილებს მიმართა. „ყველაფერი 1 ოქტომბერს დაიწყო და ყველაფერი 1 ოქტომბერს უკავშირდება“, - თქვა მან.

ტორას კანდიდატურა კატალონიის ყოფილმა პრეზიდენტმა კარლეს პიგემონტმა წარადგინა. ამ დრომდე, ის ბელგიიდან ითხოვს კატალონიის დამოუკიდებლობას. მან მადრიდის მოთხოვნის მიუხედავად, ექსტრადიციის თავიდან არიდება მოახერხა. პიგემონტმა რეგიონის დამოკიდებულება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ გამოყოფას მხარი დაუჭირა. თუმცა, რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა 50 პროცენტზე დაბალი იყო.

მადრიდმა რეფერენდუმი არაკანონიერად გამოაცხადა. ესპანეთის მთავრობამ კატალონიის ადმინისტრაცია გადააყენა და რეგიონი პირდაპირ კონტროლზე აიყვანა. პიგემონტმა კი თავი ბრიუსელს შეაფარა.