პრეზიდენტი კარტერი 97 წლის გახდა

შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, ჯიმი კარტერს 97 წელი შეუსრულდა. ქვეყნის ისტორიაში ის ყველაზე მხცოვანი ყოფილი ლიდერია. კარტერმა დაბადების დღე მშობლიურ პლეინსში (ჯორჯიის შტატი), ოჯახურ გარემოში აღნიშნა.

ასევე ნახეთ: ჯიმი და როზალინ კარტერები ერთად ყოფნის 75 წელს აღნიშნავენ

ათასობით მოქალაქემ მისი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ვებგვერდზე ონლაინ-მისალოცი ბარათი გააგზავნა. კეთილის მსურველებს შორის ის ადამიანები ჭარბობენ, რომელთაც კარტერის პრეზიდენტობის წლებზე (1976-80) მეტად, მისი შემდგომი საქმიანობა ახსოვთ. კარტერმა პოსტ-საპრეზიდენტო ცხოვრების უმეტესი ნაწილი მოხალისეობასა და მასწავლებლობას მიუძღვნა, არაერთი წიგნი დაწერა და მსოფლიოში მშვიდობისა და სამართლიანობის დამცველი გახდა. მისალოც ბარათებს უგზავნიან ყოფილ პირველ ქალბატონ როზალინ კარტერსაც.

ივლისში პრეზიდენტმა და ქალბატონმა კარტერმა ქორწინების 75-ე წლისთავი აღნიშნეს. აპრილში კარტერებს ჯო და ჯილ ბაიდენები სტუმრობდნენ. “ძველი დრო გავიხსენეთ,” - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა შეხვედრის შემდეგ. 2015 წელს პრეზიდენტ კარტერს მელანომის დიაგნოზი დაუსვეს. სიმსივნე ღვიძლსა და თავის ტვინში იყო გასული, მაგრამ პრეზიდენტი განიკურნა. 2019 წლის ოქტომბერში ის დაეცა და მენჯის ძვალი გაიტეხა. მას შემდეგ იშვიათი საჯარო ღონისძიებებისას ის ყოველთვის დამხმარე საშუალებებით გადაადგილდება.

ასევე ნახეთ: აშშ-ის პრეზიდენტების კოდური სახელები - ვინ არიან "არწივი", "კელტი", "პიონერი" და "მარადმწვანე"?