ბულგარეთში არჩევნები მიმდინარეობს

პრემიერ მინისტრის პარტიასა და ბულგარეთის სოციალისტურ პარტიას ხმების თითქმის თანაბარი რაოდენობა აქვთ
ბულგარეთში დღეს ნაადრევი არჩევნები მიმდინარეობს. სავარაუდოდ, უმრავლესობის მოპოვებას ვერც ერთი პარტია შეძლებს იმისთვის, რომ მთავრობა დააკომპლექტოს.

ყოფილი პრემიერ მინისტრ ბოიკო ბორისოვის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია თებერვალში იძულებული გახდა ახალი ნაადრევი არჩევნები დაენიშნა. ბულგარეთი ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად ქვეყნის მოსახლეობამ მასობრივი საპროტესტო აქციებით მთავრობას გადადგომა აიძულა.

უკანასკნელი ინფორმაციით, პრემიერ მინისტრის პარტიასა და ბულგარეთის სოციალისტურ პარტიას ხმების თითქმის თანაბარი რაოდენობა აქვთ მოგროვებული.