ლაშა ხოზაშვილი 14 წელია "ბოსტონის ბალეტის" წამყვანი მოცეკვავეა

Your browser doesn’t support HTML5

"ბოსტონის ბალეტის" წამყვანი ქართველი სოლისტი ლაშა ხოზაშვილი 20 წელზე მეტია ბალეტის პროფესიონალი მოცეკვავეა, ამერიკის საბალეტო დასში კი მთავარ პარტიებს 14 წელია ასრულებს. ამბობს, რომ დასის ერთგული რჩება, საკუთარი არჩევანით ძალიან ბედნიერია და კიდევ სწყურია ახალ, საინტერესო სპექტაკლებში მონაწილეობა.