ბოსნიელ ქალბატონს ომის დანაშაულებებში ედება ბრალი

ბოსნიელ ქალბატონს ომის დანაშაულებებში ედება ბრალი

აშშ-მა ბოსნიელი მუსლიმი ქალბატონის ექსტრადიცია მოახდინა, რომელსაც 1992-1995 წლების ეთნიკურ კონფლიქტში ბოსნიელი ხორვატი სამოქალაქო პირების მკვლელობაში ედება ბრალი. რასემა ჰანდანოვიჩის გადაცემა ბოსნიელი სამართალდამცავებისთვის სარაევოს აეროპორტში მოხდა. როგორც ცნობილია ჰანდანოვიჩი ბოსნიის არმიის სპეცრაზმის " ზულფიკარის" წევრი იყო და მას მიღებული აქვს მონაწილეობა 1993 წელს ბოსნიელ ხორვატთა სოფელ ტრუსინაზე თავდასხმაში. პირადად მას 18 სამოქალაქო პირის მკვლელობაში ედება ბრალი, ამასთან მას ტყვეების მკვლელობაშიც ადანაშაულებენ.

რასემა ჰანდანოვიჩი ომის შემდეგ ამერიკაში, კერძოდ კი ორეგონის შტატში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ამა წლის აპრილში დააპატიმრეს ბოსნიელი ბრალმდებლების მოთხოვნით.