მექსიკა-აშშ საზღვარზე ათასობით სამხედროა მობილიზებული

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ აშშ-მექსიკის საზღვარს ჩაკეტავს, თუ მთავრობა ვერ შეაჩერებს ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან უსაბუთო იმიგრანტების ნაკადის შემოსვლას აშშ-ში.

საზღვრებზე პრეზიდენტმა უკვე გააგზავნა ათასობით ჯარისკაცი, რომელთაც ახლა უფლება ეძლევათ საზღვრის დამრღვევებისგან დაიცვან სასაზღვრო აგენტები. საზღვარზე ჯარების დისლოკაცია, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვერ აჩერებს ათასობით მიგრანტს აშშ-ში შემოსვლისგან.

მიგრანტთა ნაწილმა აშშ-ის საზღვრამდე უკვე მოაღწია ძალადობისა და ინციდენტების გარეშე.