ტუნისში აფეთქებები მოხდა

ტუნისელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ტუნისში, ორი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ჩადენილი აფეთქებების შედეგად, სულ ცოტა 1 პოლიციელი დაიღუპა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

აფეთქებებზე არავის აუღია პასუხისმგებლობა. პირველი აფეთქების დროს ცენტრალურ ტუნისში თვითმკვლელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა შარლ დე გოლის ქუჩაზე ააფეთქა. მეორე აფეთქება რამდენიმე წუთში, პოლიციის განყოფილებასთან, ალ-ქარჯანის რაიონში მოხდა.

ტუნისი, ბოლო პერიოდში მეამბოხეთა და თვითმკვლელების თავდასხმებმა მოიცვა, რაც განსაკუთრებით 2011 წელს, პრეზიდენტ ზინ აბედინ ბენ ალის დამხობის და ამბოხის შემდეგ გახშირდა.