მხოლოდ თებერვალში ბიტკოინის ფასი 60%-ით გაიზარდა 

ბიტკოინზე მოთხოვნა იზრდება და იზრდება მისი ფასიც. მხოლოდ თებერვლის თვის არასრული მონაცემბით, ბიტკოინის ფასი 60%-ით არის გაზრდილი. ბოლო ერთ კვირაში კრიპტოვალუტის ფასი 2.6%-ით (59.923 ამერიკული დოლარით) გაიზრდა.

ფასის ზრდას კი ინვესტორთა რაოდენობის ზრდა იწვევს, ამას ემატება ის, რომ დიდი კომპანიები მომხმარებლებს კრიპტოვალუტით ვაჭრობას სთავაზობენ.

ასევე ნახეთ: ბიტკოინის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა - ინვესტორთა სია 

ამ დროისთვის მსოფლიო მასშტაბით 982 მილიარდი დოლარის ოდენობის ბიტკოინია მიმოქცევაში. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ უახლოეს პერიოდში ეს რაოდენობა 1 ტრილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბებს.

სულ ამ დროისთვის მიმოქცევაში არსებული კრიპტოვალუტის ფასი კი 1.6 ტრილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.