ჯო ბაიდენი პრეზიდენტს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს

დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი, მეუღლე ჯილ ბაიდენთან ერთად, არჩევნებში მის მეტოქესა და ქვეყნის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებენ. პრეზიდენტ ტრამპს და პირველ ლედის ახალი კორონავირუსი დღეს დილით დაუდასტურდათ.

ასევე ნახეთ: ტრამპს კოვიდ-19 დაუდასტურდა

"ვილოცებთ პრეზიდენტისა და პირველი ლედის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის," - განაცხადეს ბაიდენებმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში".

ასევე ნახეთ: რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს მაიკ პენსი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი