ბაიდენი ერაყში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით ერაყში ჩაფრინდა.

ადგილობრივ ლიდერებთან შეხვედრებისას ის ერაყში შერიგებისა და დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას მოუწოდებს.

ბაიდენის ოფისმა გაავრცელა განცხადება სადაც ნათქვამია, რომ ვიცე-პრეზიდენტი განიხილავს თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საერთაშორისო თანამეგობრობას ერაყის ეკონომიკური სტაბილურობისა და რეგიონული თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

ბაიდენი უმაღლესი ამერიკელი ოფიციალური პირია, რომელიც ერაყში ჩავიდა. ბოლოს მან ბაღდადში 2011 წელს იმოგზაურა.