ბაიდენი დარწმუნებულია რომ პენსილვანიის შტატში გაიმარჯვებს

პენსილვანიის შტატში, შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შედარებით, დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენის უპირატესობა, პარასკევ დილით არსებული 50000 ხმიდან, გვიან ღამისთვის 29 ათას ხმამდე გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ დარჩენილი ბიულეტენების თვლასთან ერთად ის განსხვავება გაიზრდება. ამ საკვანძო შტატში გამარჯვებას შეეძლება ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის საჭირო 270 ხმა მისცეს, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვისაა საჭირო.

ასევე ნახეთ: ტრამპი ხმის მიცემის პროცესზე: "ეს ამერიკელი ხალხის მოტყუებაა"

ბაიდენი 4 ათასზე მეტი ხმით ჯორჯიის შტატშიც წინ არის და არიზონაში და ნევადაში ნათელ უპირატესობას ინარჩუნებს, თუმცა ჯერ-ჯერობით ამ შტატებს არცერთი კანდიდატის შედეგები არ გამოუცხადებია.

ასევე ნახეთ: ბაიდენი ჯორჯიასა და პენსილვანიაში დაწინაურდა

პარასკევს, როდესაც მხარდამჭერებს მიმართავდა და უკვე გამოითქმებოდა ვარაუდები, რომ ის პენსილვანიაში გამარჯვებასთან ახლოს იყო, ბაიდენმა საკუთარი გამარჯვების გამოცხადებისგან თავი შეიკავა და თქვა: “ჩვენ ჯერ საბოლოო გამარჯვების განცხადება არ გვაქვს, მაგრამ ციფრები ნათელ და დამაჯერებელ ამბავს გვეუბნება, ჩვენ ამ რბოლაში გავიმარჯვებთ.”