ბერნი სანდერსი საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშა

დემოკრატი სენატორი ბერნი სანდერსი საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობას ოფიციალურად წყვეტს.

საკუთარი სახლიდან გაკეთებულ წინასწარ ჩაწერილ განცხადებაში სანდერსმა მადლობა გადაუხარა მხარდამჭერებს. სენატორმა აღნიშნა, რომ მისი კამპანიის გამო, ამერიკაში პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური შეხედულებები შეიცვალა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიის ერთადერთ კანდიდატად რჩება.

ვერმონტის შტატის დამოუკიდებელი სენატორი საპრეზიდენტო კანდიდატი მეორედ იყო. 2020 წლის არჩევნებზე ის დემოკრატიული პატიის ნომინაციის მოსაპოვებლად ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უწევდა პაექტობას. 2016 წელს კი შიდაპარტიულ დაპირისპირებაში მისი მოწანააღმდეგე ყოფილი სენატორი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი იყო. 2016 წელს დემოკრატიული პარტიის ნომინანტი ჰილარი კლინტონი გახდა, რომელიც არჩევნებზე დონალდ ტრამთან დამარცხდა.

სანდერსმა წინასაარჩევნო კამპანია ახალგაზრდებისგან ძლიერი მხარდაჭერით დაიწყო. მან ნიუ-ჰემპშირისა და ნევადის შტატის პრაიმერებში გამარჯვება მოიპოვა. იოვაში მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა მოგვიანებით დაწინაურება ვერ შეძლო და ჯო ბაიდენს მნიშვნელოვნად ჩამორჩა დელეგატების ხმების რაოდენობით.

მიუხედავად ამისა, სენატორ სანდერსს სხვა კანდიდატებთან შედარებით, რომლებიც კამპანიას დროთა განმავლობაში ჩამოშორდნენ, მცირე შემოწირულობებით ყველაზე დიდი თანხა ჰქონდა მოძიებული საპრეზიდენტო კამპანიის საწარმოებლად.