"ბარბი" ვაქცინოლოგი ქალის სახით

Your browser doesn’t support HTML5

თოჯინა „ბარბი“ დიდი ხანია მხოლოდ უზადო გარეგნობის გოგონებთან აღარ ასოცირდება. თუმცა, ამერიკული კომპანია „მეტელის“ ახალი კოლექცია ბევრისთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თოჯინის მოდელებად ამჯერად 6 ქალი შეარჩიეს, რომლებმაც პანდემიასთან ბრძოლაში დიდი წვლილი შეიტანეს.