ევროპა "ასტრაზენეკას" ვაქცინის გამოყენებას განაგრძობს

Your browser doesn’t support HTML5

„ოქსფორდ-ასტრაზენეკას“ ვაქცინის გარშემო გასულ კვირას მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა. ევროპაში ვაქცინაციის შეჩერების მთელი სერიის შემდეგ, ევროკავშირის მარეგულირებელმა მედიცინის სააგენტომ განაცხადა, რომ ის უსაფრთხოა და მისი გამოყენება ისევ გაგრძელდა.