"ასოშეიტიდ პრესი" უპრეცედენტო ნაბიჯს დგამს და ჩრდილოეთ კორეაში ახალი ამბების სრულფასოვან სააგენტოს ხსნის. მაგრამ ჩნდება კითხვა თუ რამდენად შეძლებს მტკიცე ჟურნალისტური სტანდარტების მქონე დასავლური მედია სააგენტო ეფექტურ მაუწყებლობას, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი და რეპრესიული ქვეყნიდან. თითქმის ერთი წელი მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეასა და "ასოშეიტიდ პრესს" შორის. სავარაუდოდ სააგენტო, ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში, ფხენიანში გაიხსნება.