პრო-პალესტინური ფლოტილია ღაზისკენ აიღებს გეზს

სტამბოლში, "მავი მარმარაზე" სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, 31 მაისი, 2011

ორშაბათს, პრო-პალესტინელმა აქტივისტებმა პირობა დადეს, რომ ახალ ფლოტილიას მიავლენენ ღაზას სექტორში პალესტინურ ტერიტორიაზე ისრაელის ბლოკადის მიუხედავად.

თურქეთის ფლოტილია იქ შარშან ისრაელის კომანდოსებმა დააკავეს. ინციდენტისას, 9 თურქი აქტივისტი დაიღუპა და შვიდი კომანდოსი დაშავდა.

პრო-პალესტინელი აქტივისტები ორშაბათს იმავე გემზე-"მავი მარმარაზე" შეიკრიბნენ, სადაც შარშანდელი დაპირისპირება მოხდა. აქტივისტები ამბობდნენ, რომ ივნისის ბოლოს ისევ გაემგზავრებიან ღაზაში და ჰუმანიტარულ ტვირთს ჩაიტანენ. ფლოტილიაში 15 გემი და სხვადასხვა ქვეყნის მგზავრები შევლენ.