ნიუ იორკში ტერაქტის მცდელობა აღიკვეთა

ნიუ იორკის მერი მაიქლ ბლუმბერგი პრეს კონფერენციას მართავს, 20 ნოემბერი, 2011

დააკავეს ამერიკელი ხოსე პიმენთალი, რომელიც თავის თავს ისლამის მიმდევრად თვლის

პოლიციამ ნიუ-იორკში 27 წლის ხოსე პიმენტალი დააკვა, რომელიც ბომბის მეშვეობით ფოსტის შენობებზე, პოლიციის მანქანებზე, ერაყისა და ავღანეთის ომების ვეტერანთა წინააღმდეგ თავდასხმებს გეგმავდა. დაკავებული ალ-ყაიდას დაჯგუფებით იყო შთაგონებული, თუმცა დავალების შესასრულების დროს იგი „მარტოხელა მგლის“ სტატუსით მოქმედებდა.

ნიუ-იორკის პოლიციის წარმომადგენელმა რაიმონდ კელიმ განაცხადა რომ ეჭვმიტანილს დაკავების მომენტში უკვე სამი მილსადენის ბომბის შექმნა დაწყებული ქონდა.

ეჭვმიტანილი, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, ისლამის მიმდევარია და რადიკალური სასულიერი პირის ანვარ ალ-ავლაკის მიმდევარიც იყო, რომელიც წელს, იემენში, შეერთებული შტატების საჰარეო შეტაკების დროს იქნა მოკლული.