კადაფის დაზვერვის შეფი მავრიტანიაში დააკავეს

აბდულა ალ-სენუსის ბრალი კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში ედება

ინტერპოლი ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის ხელისუფლებაში მყოფი დაზვერვის შეფის ექსტრადაციას მოითხოვს. საერთაშორისო პოლიციამ აბდულა ალ-სენუსის დაპატიმრების შესახებ ბრძანება დიდი ხნის წინ, 2011 წლის ივნისში გასცა.

მავრიტანიის ოფიციალურ პირთა განცხადებით მათ ის შაბათს ქვეყნის ცენტრალურ აეროპორტში დააკავეს. კასაბლანკადან ჩაფრენილი ლიბიის ერთ-ერთი ყოფილი თანამდებობის პირი მალის პასპორტით მგზავრობდა.

ინტერპოლის მონაცემებით დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელს საჯარო ფონდების მითვისებაში, გაფლანგვაში და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი. აბდულა ალ-სენუსის გასამართლებას საფრანგეთი და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვისთვისაც მოითხოვს.