ნატომ 50 პარტიზანი გაანადგურა

ნატომ 50 პარტიზანი გაანადგურა

დაჯგუფების მეომრები თალიბებთან და ალ-ყაიდასთან იყვნენ დაკავშირებული.

ნატოს განცხადებით, კოალიციურმა ძალებმა 50 პარტიზანი მოკლეს ავღანეთის აღმოსავლეთში განხორციელებული ოპერაციის შედეგად.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მტკიცებით, ბრძოლა პაკტიკას პროვინციის სარ რავზას რაიონში მოხდა ჰაქანის დაჯგუფების მეომრების წინააღმდეგ, რომლებიც თალიბებთან და ალ-ყაიდასთან არიან დაკავშირებულნი.

ნატოს განცხადებით, სწორედ ამ რაიონიდან შემოყავდათ უცხოელი მეომრები, რომლებიც ავღანეთში ანხორციელებდნენ დივერსიულ ოპერაციებს.