ორი აფეთქება მოხდა ყანდაარშიც, რომლის დროსაც სულ ცოტა 20 ადამიანი დაიჭრა.
ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის სამხრეთში ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქ ლაშქარ-გაში ბანკის შენობასთან მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ ცოტა 4 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა.
ავღანეთის ხელისუფლების განცხადების თანახმად, ბანკთან ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. ამ ტერაქტის დროს ავღანეთის არმიის 10 ჯარისკაცი და 5 პოლიციელი დაიჭრა.
ლაშქარ-გაში უსაფრთხოებაზე კონტროლი დასავლეთის კოალიციურმა ძალებმა ავღანეთის ხელისუფლებას გადააბარეს.
დღეს ორი აფეთქება მოხდა ყანდაარშიც, რომლის დროსაც სულ ცოტა 20 ადამიანი დაიჭრა.