ჰილარი კლინტონის 5 დღიანი ვიზიტი კავკასიის რეგიონში

ვიზიტზე კავკასიის რეგიონში დიპლომატიური ინიციატივების იმედებს არ ამყარებენ.

ოფიციალური პირები ამერიკაში სახელწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის პირველ ვიზიტზე კავკასიის რეგიონში დიპლომატიური ინიციატივების იმედებს არ ამყარებენ.

თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ კლინტონი შეეცდება კავკასიის ყველაზე პრობლემური საკითხების, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის პრობლემისა და 2008 წელს საქართველო-რუსეთს შორის არსებული სიტუაციის მოგვარებაში წვლილი შეიტანოს.

აგვისტოს ომს, რუსეთის მხრიდან საქართველოს დეფაქტო რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მოყვა.

ამერიკის შეერთებული შტატები უარყოფს საქართველოს სეპარასისტული რეგიონების აღიარებას და რუსეთაც იგივესკენ მოუწოდებს. ამ თემაზე, ჰილარი კლინტონმა ახლახანს, რუს კოლეგას სერგეი ლავროვს ესაუბრა. ქვეყნების პირველი დიპლომატების შეხვედრა, ვაშინგტონში ობამა-მედვედევის შეხვედრის შემდეგ შედგა. კლინტონმა ლავროვთან შეხვედრისას კვლავ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა, ფიჯეი ქროულიმ განაცხადა, რომ რუსეთ-ამერიკას შორის ურთიერთობის ახალი საფეხური, არ ასუსტებს ამერიკის მხრიდან საქართველოს და მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას.

“კონსტრუქციული ურთიერთობა რუსეთთან არაფერს ცვლის საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში. თქვენ ნახეთ რომ პრეზიდენტების შეხვედრაზე ბევრი ორმხრივი საკითხი დასახელდა. მაგრამ ზუსტად ისე, როგორც ვაუმჯობესებთ რუსეთთან ურთიერთობებს, განვაგრძობთ კონფლიქტის გადაჭრის აუცილებლობის ხაზგასმას.”

ქროულიმ საქართველოს მნიშვნელოვანი მოკავშირე უწოდა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ავღანეთში საქართველოს სამხედრო ნაწილის არსებობის მნიშვნელობას.

მისივე განცხადებით, კლინტონი შეეცდება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დასტაბილურებაში წვლილი შიტანოს და სომხეთ თურქეთს შორის სიტუაციის ნორმალიზებას შეუწყოს ხელი.

ვიზიტის პირველი გაჩერება კიევია, სადაც სახელმწიფო მდივანი, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრას გეგმავს, იგი ასევე გაესაუბრება უკრაინის ოპოზიციურ ფლანგსაც.

პოლონეთის სამხრეთ ქალაქე კრაკოვში, ჰილარი კლინტონი დემოკრატიული საზოგადოების დაარსების მე-10 წლისთავის აღნიშვნას დაესწრება და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის შეხვდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, 5-დღიანი ვიზიტი 5 ივლისს დასრულდება.