ლოკერბის აქტის დამნაშავე გარდაიცვალა

ამ ტერორისტულმა აქტმა 270 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ლიბიის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ოფიცერი, რომელმაც შოტლანდიის ქალაქ ლოკერბის თავზე ამერიკული თვითმფრინავი ააფეთქა, ტრიპოლიში დღეს გარდაიცვალა. აბდელ ალ-მეღრაჰის 60 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა.

მეღრაჰი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ლოკერბიში ამერიკული ავიაკომპანია პან ამ-ის რეისი 103-ის აფეთქების ბრალდებით გაასამართლეს. ამ ტერორისტულმა აქტმა 270 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.