მანდელა საავადმყოფოდან გამოწერეს

მანდელა საავადმყოფოდან გამოწერეს

ექიმებმა 93 წლის ყოფილი ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეაფასეს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ნესლონ მანდელა ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, საავადმყოფოდან უკვე გამოეწერა.

ექიმებმა 93 წლის ყოფილი ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეაფასეს. ბატონ მანდელას ქრონიკული კუჭის ტკივილების გამო ლაპარასკოპიული შემოწმება ჩაუტარდა და როგორც თავადვე ამბობს, მის ასაკთან შედარებით „თავს უკვე კარგად გრძნობს და მხნედაც გამოიყურება.“

შეგახსენებთ, რომ ნელსონ მანდელამ 27 წელი პატიმრობაში გაატარა. მისი გათავისუფლება მხოლოდ 1990 წელს მოხდა. ოთხი წლის შემდეგ იგი სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა.