აშშ-ის კონგრესი მექსიკის ყურეში ნავთობის გაჟონვის საქმეს იძიებს

მექსიკის ყურეში 20 აპრილს ნავთობის მოპოვების პლატფორმის აფეთქებაში დაღუპული ორი მუშის მეუღლემ ჩვენება მისცა კონგრესის სპეც-კომისიას. მათ სთხოვეს კომისიის წევრებს, რომ მომხდარისათვის პასუხისგებაში მისცენ კომპანია BP. თუმც, მათვე დაჟინებიტ მოუწოდეს ამერიკელ კანონმდებლებს გააუქმონ აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას აკრძალვა, რომელიც ზღვის ფსკერზე ნავთობის ახალი ჭაბურღილების გაჭრას ეხება.