სირიაში მსხვერპლის რაოდენობა 7500 აღწევს

სირიაში მსხვერპლის რაოდენობა 7500 აღწევს

გაეროს პოლიტიკური საკითხების თავკაცი ლინ პასკო აცხადებს, რომ სირიაში მთავრობასა და ოპოზოციას შორის დაწყებული დაპირისპირების შედეგად 75000 მდე ადამიანია დაღუპული. მანამდე არსებული მონაცემებით, რომელიც გასულ თვეს გამოქვეყნდა ეს რიცხვი 2100-ით ნაკლები იყო.
როგორც პასკო აცხადებს, სანდო წყაროებზე დაყრდნობით მას აქვს ინფორმაცია, რომ დღეში საშუალოდ 100 ადამიანი იღუპება ძალადობის შედეგად. მათ შორის ბევრი ქალი და ბავშვია. ანგარიში გაეროს მაღალჩინოსანმა უშიშროების საბჭოს წარუდგინა. მისივე მონაცემებით, 250 ათასი ადამინი იძულებული გახდა მეზობელი ქვეყნებისთვის შეეფარებინა თავი ლტოლვილის სტატუსით. 100 დან 200 ათასამდე კი იძულებით გადაადგილებულ პირად ითვლება.