სირიის სუნიტთა დიდმა მუფტიმ აჰმად ბადრედინ ჰასუნმა განაცხადა, რომ თუ სირიაში დასავლეთი სამხედრო ინტერვენციას მიმართავს ამერიკასა და ევროპაში კამიკაძე ტერორისტები ტერორისტულ აქტებს განახორციელებენ.
მუფტიმ კერძოდ თქვა - " ჩვენ მოვამზადებთ კამიკაძე ტერორისტებს, რომლებიც უკვე თქვენს ქვეყნებში იმყოფებიან და ისინი შესაბამის მოქმედებებს მიმართავენ, თუ თქვენ სირიის ან ლიბანის დაბომბვას დაიწყებთ."