გეითსი ავღანეთს ბოდიშს უხდის

გეითსი ავღანეთს ბოდიშს უხდის

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რობერტ გეთსმა ბოდიში მოიხადა კოალიციური ძალების მიერ კუნარის პროვინციაში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციისას შემთხვევით 9 ავღანელი ბავშვის დახოცვისათვის.

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რობერტ გეთსმა ბოდიში მოიხადა კოალიციური ძალების მიერ კუნარის პროვინციაში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციისას შემთხვევით 9 ავღანელი ბავშვის დახოცვისათვის. მან ამ ინციდენტს ტრაგედია უწოდა. ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან ერთად გამართულ პრეს კონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ აშშ ავღანეთიდან ივლისში დაიწყებს მისი ჯარების გაყვანას. მისივე თქმით აშშ-ს არანაირი ინტერესი არა აქვს ავღანეთში პერმანენტულად შეინარჩუნოს სამხედო ბაზები. როგორც გეთსმა განაცხადა ბატონი კარზაი მალე გამოაქვეყნებს ავღანეთის იმ რაინების სიას, სადაც ავღანეთის სამხედრო ძალები გადაიბარებენ უშიშროების სადავეებს.