მორიგი ტერაქტი პაკისტანში

მორიგი ტერაქტი პაკისტანში

პაკისტანის ოფიციალურ პირთა განცხადებით პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ რაიონში გვირაბის აფეთექების შედეგად სულ მცირე 4 კაცი დაიღუპა, ხოლო 19 კი დაიჭრა . ინციდენტი პარასკევს საღამოს მოხდა, როდესაც ქალაქ კოჰატის გვირაბში ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული სატვირთო მანქანა აფეთქდა. გვირაბი პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთის რაიონის მთავარ ქალაქ პაშვირს ქალაქ კოჰატთან აერთიანებს. კოჰატი საკმაოდ საშიშ რაიონად ითვლება, რადგანაც იგი მდებარეობს ავღანეთის საზღვრის შორიახლოს, სადაც თალიბები ძალმომრეობის კამპანიაში არიან ჩართულნი ხელისუფლებისა და უშიშროების ძალების წინააღმდეგ