კატასტროფული ხანძარი და სიცხეები რუსეთის ეკონომიკას აზარალებს
რუსეთმა, რომელიც მსოფლიოში ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორია, ქვეყნიდან მარცვლის ექსპორტზე შეზღუდვა დააწესა. ამის მიზეზი კი მასობრივი ხანძრები და მაღალი ტემპერატურა გახდა. პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა მარცვლის ექსპორტის აკრძალვის შესახებ ბრძანება დღეს გამოსცა. აკრძალვა 15 აგვისტოდან დაიწყება და დეკემბრის ბოლომდე გასტანს. ტემპერატურამ რუსეთში 40 გრადუსს გადააჭარბა. მასობრივ ხანძრებს უკვე 50 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.