სუდანში ისლამურ კონსტიტუციას მიიღებენ

სუდანში ისლამურ კონსტიტუციას მიიღებენ

სუდანს ორ ნაწილად გაყოფა ელის.

სუდანის პრეზიდენტის ომარ ალ-ბაშირის განცხადებით, თუ ქვეყნის სამხრეთი გამოეყოფა ჩრდილოეთს მომავალ თვეს დაგეგმილი რეფერენდუმის შედეგად, მაშინ სუდანში შარიათზე დაყრდნობით, ისლამურ კონსტიტუციას მიიღებენ.

შარიათთან ერთად სუდანის სახელმწიფო ენა არაბული იქნება. სუდანის სამხრეთში მომავალი წლის 9 იანვარრს გაიმართება რეფერენდუმი, რომელიც ამ რეგიონის ბედს გადაწყვიტავს.

ხუთშაბათს სუდანის პრეზიდენტის წარმოამდგენელმა ნაფი ალი ნაფიმ, პირველად აღიარა ოფიციალურ დონეზე, რომ სუდანს ორ ნაწილად გაყოფა ელის.