ახალი კონსტიტუცია დამტკიცებულია

ახალი კონსტიტუცია დამტკიცებულია

პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო მოდელი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ეს კონსტიტუცია ძალაში 2013 წელს შევა. ამ მოდელის მიხედვით პრეზიდენტის ძალაუფლების ხარჯზე იზრდება პრემიერ-მინისტრის ძალაუფლება. ახალ საკონსტიტუციო მოდელზე თავისი აზრი ამერიკის ხმას პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ გაუზიარა: -"სულ არის საუბარი იმაზე, რომ ხდება კონსტიტუციის მორგება სააკშვილის მიერ. ჩემის აზრით ეს ასე არ არის. არა მგონია და ვერ წარმომიდგენია, რომ სააკაშვილი ფიქრობს პრემიერ-მინისტრობაზე. ამ კონტექსტში მუდამ ავლებენ პარალელებს პუტინთან. პუტინს სულაც არ დასჭირვებია კონსტიტუციის შეცვლა იმისათვის, რომ გამხდარიყო პრმიერ-მინისტრი და ქვეყნის დე ფაქტო მმართველი. ეს საკონსტიტუციო მოდელი შეიძლება შევადაროთ ფრანგულ მოდელს, თუმც იქაც მაინც პრეზიდენტი გამოდის გადამწყვეტი და უფრო ძლიერი ფიგურა. თუ ჩვენ ამ მოდელს განვიხილავთ, როგორც ერთ-ერთ საეტაპო ნაბიჯს იმისაკენ, რომ საქართველო მომავალში გახდეს საპარლამენტო რესპუბლიკა, როგორც ეს არის ძირითადად ევროპაში მაშინ ეს თავისთავად პოზიტიური ნაბიჯია."