ობამა წერილობით გარანტიებს აძლევს ისრაელს

ობამა წერილობით გარანტიებს აძლევს ისრაელს

ობამას ადმინისტრაცია აცხადებს, რომ იგი მზადაა ისრაელს წერილობით ფორმაში მისცეს უშიშროების გარანტიები, რათა განახლდეს ისრაელ-პალესტინელთა სამშვიდობო მოლაპარაკებები. წერილობითი გარანტია ოფიციალურ სახეს მისცემს იმ ურთიერთგაგებას, რომელიც მიღწეული იყო გასულ კვირას აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს შორის. ეს ურთიერთგაგება ითვალისწინებს აშშ-ის მიერ სტელთის ტიპის 20 F-35 -ი ავიაგამანადგურებლის ისრაელისადმი გადაცემას. საგულისხმოა, რომ ისრაელმა უკვე შეისყიდა ამერიკისაგან 20 სამხედრო თვითმფრინავი.