ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სიახლეები

დღეს ევროპის ფეხბურთის ჩემპიონი ესპანეთი ჩილეს ნაკრებს ხვდება.

დღეს ევროპის ფეხბურთის ჩემპიონი ესპანეთი ჩილეს ნაკრებს ხვდება. ესპანეთის ნაკრებს მოგება სჭირდება ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპში გასასვლელად.

H ჯგუფში ამჟამად ესპანეთი და შვეიცარია სამ-სამი ქულით მეორე ადგილს იკავებენ.

ხოლო ჩილეს, ორი მოგების შემდეგ, ექვსი ქულით მხოლოდ ფრე სჭირდება ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.

G ჯგუფში კი ბრაზილია-პორტუგალიის მატჩი ფრედ დამთავრდა. შედეგად ამ ჯგუფიდან ბრაზილია და პორტუგალია ჩემპიონატის მეორე ტურში გავიდნენ.