ნავთობის რაოდენობა მეტი აღმოჩნდა

მანამდე ეს რიცხვი თორმეტიდან ცხრამეტ ათასამდე მერყეობდა

ახალი კვლევის შედეგად, ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა მექსიკის ყურეში უფრო მეტი ნავთობი იყოს ჩაღვრილი ნავთობის გაჟონვის შედეგად, ვიდრე ამას აქამდე ვარაუდობდნენ და სანამ ნავთობმომპოვებელი კომპანია "ბიპი" ნავთობის გაჟონვის შეკავების გააქტიურებას შეეცდებოდა.

ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი მარსია მაქნათი აცხადებს, რომ შესაძლოა ყურეში ყოველდღიურად ორმოცი ათასი ბარელით მეტი ნავთობი იღვრებოდა.

მანამდე ეს რიცხვი თორმეტიდან ცხრამეტ ათასამდე მერყეობდა.

დღეს, სანაპირო დაცვის ადმირალმა თად ალენმა, რომელიც მექსიკის ყურეში ამერიკის ფედერალური მთავრობის მოქმედებებს უწევს კოორდინაციას, განაცხადა, რომ "ბი პიმ" წარმოადგინა გეგმა, რომელიც ნავთობის გაჟონვის შეკავების უფრო მდგრად და პერმანენტულ მეთოდს ითვალისწინებს.