პრეზიდენტი ობამა ახალ კანონს აკრიტიკებს

პრეზიდენტი ობამა ახალ კანონს აკრიტიკებს

არიზონაში ყველა ის ბიზნესი დაისჯება, სადაც არალეგალური იმიგრანტები იქნებიან დასაქმებულები.

პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია არიზონას შტატში მიღებულ საიმიგრაციო კანონს აკრიტიკებს და უმაღლეს სასამართლოში ასაჩივრებს.

კანონმდებლობის თანახმად, არიზონაში ყველა ის ბიზნესი დაისჯება, სადაც არალეგალური იმიგრანტები იქნებიან დასაქმებულები. იუსტიცის დეპარტამენტის განცხადებით, ამ კანონის საწინააღმდეგოდ რამდენიმე საპირისპირო აქტი მოქმედებს. ერთერთი მათგანია კანონი, რომელიც პოლიციას ავალდებულებს სპეციალური ნორმების დაცვას ხალხის დაკითხვის პროცესში, თუკი მათ ეჭვი აქვთ, რომ უკანონო იმიგრანტები არიან.