გაზეთ ვაშინგტონ პოსტისადმი მიცემულ ინტერვიუში პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი აცხადებს, რომ ალყაიდას ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია არ წარმოადგენდა ამერიკა-პაკისტანის ერთობლივ ოპერაციას.
ბინ ლადენის ლიკვიდაცია წარმოადგენს ამერიკა-პაკისტანის თითქმის ათი წლის განმავლობაში მიმდინარე ურთიერთთანამშრომლობის შედეგს. როგორც ზარდარი აცხადებს პაკისტანის მთავრობა კმაყოფილია იმით, რომ მისმა სპეც-სამსახურებმა შესძლეს ალყაიდას ერთ-ერთიი კურიერის დაკავება, რომლის მეშვეობითაც ბინ ლადენის ადგილ-სამყოფელს მიაგნეს. ზარდარიმ აგრეთვე განაცხადა, რომ ბინ ლადენის მოკვლით ომი ტერორიზმთან არ დამთავერებულა, მაგრამ გადადგმულია უზარმაზარი ნაბიჯი წინ ამ ომის დასრულებისაკენ.