ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობა იძაბება

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობა იძაბება

ფხენიანში ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეა აუქმებს სამხრეთ კორეასთან არსებულ შეთანხმებას საზღვაო შეტაკებების პრევენციის შესახებ, სეულის მხრიდან ბოლო დროინდელი ბრალდებების გამო.

ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტოებმა დღეს გაავრცელეს ქვეყნის ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ ფხენიანი თავს დაესხმება სამხრეთ კორეის ნებისმიერ ხომალდს, რომელიც საკამათო საზღვარს გადაცდება.

მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეა განიხილავს სამხრეთ კორეისთვის ქალაქ კესონგიდან საერთო სამრეწველო ზონაზე გასასვლელის დახურვას. გუშინ რეჟიმის მიერ ქალაქ კესონგიდან სამხრეთ კორეის მთავრობის 8 თანამშრომელი გამოაძევეს.