სირიის პრეზიდენტმა ბაშირ ალ ასადმა პოლიციის ბრიგადის გენერალი სამირ ალ შეიხი დანიშნა დეირ ალ ზორის გუბერნატორად.
აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონში მასობრივ ანტი-სამთავრობო გამოსვლებს ჰქონდა ადგილი. აქტივისტების განცხადების თანახმად დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა პარასკევს ამ საპროტესტო აქციებში.