ესპანეთის ნაკრები ფეხბურთში ოქროს თასის მფლობელი გახდა

ანგარიშით 1-0 ესპანელმა ფეხბურთელებმა ნიდერლანდების ნაკრები დაამარცხეს. გადამწყვეტი გოლი ესპანელმა ბომბარდირმა ანდრეს ინიესტამ დამატებიტ დროში გაიტანა. ეს პირველი შემთხვევაა, რომ ევროპული გუნდი იმარჯვებს მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც ევროპის ფარგლებს გარეთ იმართება. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ნიდერლანდების ფეხბურთელები ფინალულ თამაშებში გადამყწვეტ თამაშს აგებენ.