კოალიციური ჯარები გააქტიურდნენ

"ოპერაცია ურჩხული" თალიბი მეამბოხეების განადგურებას ითვალისწინებს.

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი და ავღანეთში ამერიკის ჯარების მეთაური დევიდ პეტრეუსი ყანდაარში იმყოფებიან, სადაც კოალიციური ჯარები თალიბთა წინააღდეგ ყველაზე აქტიურ ბრძოლას აწარმეობენ.

ავღანეთის პრეზიდენტს თან ასევე ამერიკის ელჩი კარლ ეიკენბერი ახლავს, რომელიც დღეს მოლაპარაკებებისთვის სავარაუდოდ ტომების ლიდერებს შეხვდება.

ნატოსა და ავღანეთის ჯარები თალიბების სამხრეთ რეგიონიდან განდევნას ცდილობენ. ეს ტერიტორია თალიბთა ყველაზე მტკიცე დასაყრდენია. ოპერაციას სახელად "ოპერაცია ურჩხული" ჰქვია.