ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ამართლებს პეკინის სავალუტო პოლიტიკას

ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ამართლებს პეკინის სავალუტო პოლიტიკას

ჩინეთის პრემიერ-მინისტრამ ვენ ჯიაბაომ არ მიიღო ამერიკელ კანონმდებელთა სჩივარი იმის თაობაზე, რომ პეკინის მიერ მკაცრად რეგულირებული შიდა სავალუტო პოლიტიკა გახდა ჩინეთთან ვაჭრობაში ამერიკის უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტის მიზეზი. ნიუ-იორკში ამერიკელ ბიზნესმენებთან შეხვედრისას ვენმა აღნიშნა, რომ ვაჭრობაში ამ დისბალანსის მთავარი მიზეზია თვით ინვესტიციისა და ვაჭრობის არასწორი სტრუქტურა. მან ხაზგასმით აღნიშნა ის, რომ პეკინი განზრახ არ ცდილობს აშშ-სთან სავაჭრო ურთიერთობებში პრობლემების შექმნას. 2008 წელს ჩინეთმა მისი ფულადი ერთეული იუანი მკაცრად დაუკავშირე ამერიკული დოლარი კურსს, რამაც გამოიწვია ის, რომ დღეს მსოფლიო ბაზარზე ჩინური ნაწარმი გაიაფდა.