ნიუ იორკის ტერაქტების უკან პაკისტანში მოქმედი თალიბები დგანან

ნიუ იორკის ტერაქტების უკან პაკისტანში მოქმედი თალიბები დგანან

შაჰზადიმ პაკისტანელ თალიბებთან გაიარა მომზადება.

ამერიკის შეერთებული შტატების ორმა მაღალჩინოსანმა განაცხადა,რომ ნიუ იორკში არშემდგარი ტერაქტების უკან პაკისტანში მოქმედი თალიბები იყვნენ.

შეერთებული შტატების იუსტიციის მინისტრმა ერიკ ჰოლდერმა, ტელეკომპანია ეი-ბი-სისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პაკისტანური წარმოშობის ამერიკის მოქალაქე ფაისალ შაჰზადი თალიბების დავალებას ასრულებდა, როდესაც ნიუ იორკში ტაიმს სკვერზე ბომბის აფეთქება სცადა.

შინაგანი უსაფრთხოების სამსახურის წარმომდგენელმა ჯონ ბრენენმა კი ასევე სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა,რომ შაჰზადიმ პაკისტანელ თალიბებთან გაიარა მომზადება.

30 წლის შაჰზადი, რომელიც კუსტარულად დამზადებული ბომბის აფეთქებას ცდილობდა, შეერთებული შტატების ტერიტორიის დატოვების მცდელობისას დააკავეს.