იემენში სადაზვერვო შენობას დაესხნენ

იემენში სადაზვერვო შენობას დაესხნენ

თავდამსხმელები, რომლებიც სავარაუდოდ ალ ყაიდასთან არიან დაკავშირებული.

იემენის ოფიციალური პირების ცნობით, ქალაქ ადენში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთ შენობას და შენობაში დაკავებული რამდენიმე ეჭვმიტანილი გამოიხსნეს.

ასევე ოფიციალურ ცნობებზე დაყრდნობით, თავდამსხმელები დღეს შეიჭრნენ შენობაში და დაახლოებით 13 ადამიანი, მათ შორის 6 დაცვის თანამშრომელი მოკლეს.

თავდამსხმელები, რომლებიც სავარაუდოდ ალ ყაიდასთან არიან დაკავშირებული ავტომატური შაშხანებითა და ყუმბარმტყორცნებით იყვნენ შეიარაღებული.